თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირის გარეშე - "ოცნება" მთავარი სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე უარს ამბობს
საქართველოში თვითმართველობის არჩევნებს ეუთო ოდირი ვერ დაკვირდება. "ქართულმა ოცნებამ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, არჩევნებზე დასაკვირვებლად არ მოიწვია. ოცნება თავს იმართლებს, რომ თვითმართველობის არჩევნები ეუთოს საქმე არ არის და ეს ორგანიზაცია მხოლოდ საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდება. თუმცა სხვა რამეზე მეტყველებს ფაქტები. ოდირი საქართველოში თვითმართველობის არჩევნებს 2010, 2017 და 2021 წლებშიც აკვირდებოდა.
მთავრობამ უარი უთხრა დიდ ბრიტანეთსააც დაეფინანსებინათ ადგილობრივი ორგანიზაციები, რათა ისინი ადგილობრივ არჩევნებს დაკვირვებოდნენ. შალვა პაპუაშვილმა დღეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავს ისევ ბრიტანეთის საელჩოს დაესხა.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მთავრობა უკვე ფინანსურ პრობლემებს უქმნის აცხადებენ რომ, თვითმართველობის არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკვირდებიან, თუკი მასში მონაწილეობას მხოლოდ "ქართული ოცნება" არ მიიღებს და ეს არჩევნები კონკურენტულად ჩატარდება, ანუ თუკი არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ხედავენ უკონკურენტოდ ჩატარებულ არჩევნებზე დაკვირვების აზრს.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.