თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს
თაზო დათუნაშვილი თავისუფალია - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა სოფელი დიღმის მე-6 განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ცნობისთვის, თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დააკავეს. ვიდეოკადრებში, რომელსაც "პუბლიკა" ავრცელებს, ჩანს, როგორ შეიყვანეს ის სასამართლოს ეზოდან შენობაში მანდატურებმა ძალის გამოყენებით.
მოგვიანებით, მისი დაკავების ახალი დეტალები "ტვ პირველის" ეთერში მისმა თანაგუნდელმა, გიორგი სიორიძემ მოყვა. როგორც გიორგი სიორიძემ განაცხადა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ბოლო კომუნიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ თაზო დათუნაშვილი სასტიკად ნაცემი საქალაქო სასამართლოს სარდაფში იყო ჩაკეტილი.