"ნაციონალური მოძრაობა" ავალებს საკუთარ აქტივს, რომ არიოს სიტუაცია უბნებზე - პაპუაშვილი

02.10.21 22:35
"ნაციონალური მოძრაობა" ავალებს საკუთარ აქტივს, რომ არიოს სიტუაცია უბნებზე - პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი, ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ აქტივისტებს უბნებზე სიტუაციის არევას ავალებს. პაპუაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მობილიზდნენ და დაიცვან სიმშვიდე.

არჩევნების დროს მთლიანად  13 ინციდენტი დაფიქსირდა. 13-ვე იყო ისეთი, რომ არ გაცდენილა სიტყვიერ შელაპარაკებას, ამანაც ხაზი გაუსვა, რამდენად მშვიდობიანად წარიმართა არჩევნები.

მოგვდის ინფორმაციები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ავალებს საკუთარ აქტივს, რომ არიოს სიტუაცია უბნებზე, ნახეს შედეგები, რომ  პირწმინდად წააგეს და ყველა მათი დანაპირები თავისი ამომრჩევლების მიმართ, რომ თითქოს უნდა ყოფილიყო რეფერენდუმი "ოცნების" წინააღმდეგ, აღმოჩნდა რეფერენდუმი მათ წინააღმდეგ. 

მინდა, მკაცრად განვაცხადო, რომ ისევე როგორც დღის განმავლობაში იყო დაცული სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ იყოს სიმშვიდე იყოს დაცული დათვლის დროსაც. ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ მობილიზებული, რამდენიმე საათი კონცენტრირება არის საჭირო ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები