გადახაზული 41 და შემოხაზული 5 - ბათუმის ერთ-ერთ უბანზე ბიულეტენის საკითხს ხმაური მოყვა
ხმაური ბათუმის N28-ე საარჩევნო უბანზე - ხმის დათვლის პროცედურისას ერთ-ერთმა ბიულეტენმა კითხვის ნიშანი გააჩინა. ამომრჩეველს თავდაპირველად 41 ჰქონდა შემოხაზული, რაც მერე გადახაზულია და შემოხაზულია 5 ნომერი.
აღნიშნული ბიულეტენი კომისიის თავმჯდომარემ საეჭვოდ მიიჩნია, რაც ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს.
შეიძლება, ეს საჯარო მოხელის ბიულეტენია, რომელმაც შემოხაზა "ქართული ოცნება", ფოტო გადაუღო, გადახაზა და შემოხაზა 5. ასეთი რამოდენიმე ბიულეტენია, რაც საეჭვოში გადადეს, მოსალოდნელია, რომ ასეთი ბიულეტენები გააბალითონ"- აცხადებს ოპოზიციის დამკვირვებელი.