ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა - ცესკო

02.10.21 22:45
ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 815 776 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა მთლიანი  რაოდენობის 51.92%-ია.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია:

თბილისი - 49.1%
აჭარა - 56.4%
გურია - 60.2%
იმერეთი - 52.8%
კახეთი - 53.7%
მცხეთა-მთიანეთი - 54.2%
რაჭა-ლეჩხუმი - 63.5%
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 52.8%
სამცხე-ჯავახეთი - 57.3%
ქვემო ქართლი - 47%
შიდა ქართლი - 51.3%

მსგავსი სიახლეები