სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა იწყება - კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი პროცესს არ ესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა იწყება - ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რას მოითხოვს პროკურატურა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და გაუშვებს თუ არა სასამართლო პატიმრობაში კოალიცია "ცვლილების" რიგით მესამე ლიდერს.
- ცნობისთის, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ.
ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესს არ ესწრება. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუში "ტვ პირველს" განუცხადა, ეჭვი არ ეპარება, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლას არც მას აპატიებენ და მისი თანამებრძოლების მსგავსად, მასაც დააკავებენ.
სასამართლოში უკვე მივიდნენ ნიკა გვარამიას ადვოკატები. ელოდებიან ბრალდების მხარეს და მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია რამდენიმე წუთში დაიწყებს საქმის განხილვას.
ნიკა გვარამია არ ესწრება დრევანდელ სასამართლო სხდომას. არ მგონია საფუძვლიანი ახსნა სჭირდებოდეს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ მოდის ის პროცესზე. ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის სასამართლო პროცესი. რაც შეეხება იმას, თუ რას ვაპირებთ, არაფერს განსაკუთრებულს. ვიცით ზუსტად, რას ვაპირებთ, როგროც მოხდება და ცხადია, ამისთვის ჩვენ მზად ვართ", - ამბობს ადვოკატი გიორგი საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.