პროკურატურა ნიკა გვარამიას მიმართ პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას პატიმრობას ითხოვს - შუამდგომლობა ბრალდების მხარემ უკვე დააყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იხილავს.
- ცნობისთის, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ.
ნიკა გვარამია დღევანდელ პროცესს არ ესწრება. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუში "ტვ პირველს" განუცხადა, ეჭვი არ ეპარება, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლას არც მას აპატიებენ და მისი თანამებრძოლების მსგავსად, მასაც დააკავებენ.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.