ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! - ნიკა გვარამიას ბოლო გზავნილი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე

13.06.25 11:38
ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! - ნიკა გვარამიას ბოლო გზავნილი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე

 

 

ზურას სიტყვებს გავიმეორებ, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ! - ეს არის ნიკა გვარამია ბოლო გზავნილი მოსამართლის გადაწყვეტილებამდე.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერრმა რამდენიმე წუთის წინ კომენტარი მედიასთან გააკეთა, თქვა, რომ დაკავებას ელოდება და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას "სადაც საჭიროა იქ დაელოდება".

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იხილავს. თავად ნიკა გვარამია პროცესს არ ესწრება. პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობას ითხოვს. 

საქმე არის შეკერილი და აღიძრა ყველა იმ პოლიტიკოსის მიმართ, ვინც იმ კომისიაზე არ მივიდა, რომელიც რეალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მივალ, მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა "ოცნების" კონსტიტუციას. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისისი და კონსტიტუციის წინაშე.

სადაც საჭიროა იქ მივალ და აღსრულება მოხდება, ალბათ შემასახლებენ რუსთავის ციხეში, ან რომელიმე სხვაში. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. 

ჩემი გზავნილი იქნება, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ზურამ თქვა, იმას გავიმეორებ. ჩენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა. ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო. ეს არის ჩვენი მისია. შავი ფურცელი იქნება ისტორიაში,, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნსი გადარჩენას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.

შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. 

 

მსგავსი სიახლეები