"მედიათავისუფლება საქართველოში - მზია ამაღლობელის საქმე" - ევროპარლამენტში დებატები გაიმართება
მედიათავისუფლება საქართველოში - მზია ამაღლობელის საქმე - ასე ჰქვია დებატებს, რომელზეც ევროპარლამენტში 18 ივნისს გაიმართება. დებატების მეორე დღეს ევროდეპუტატები დაკავებულ ჟურნალისტთან დაკავშირებით უკვე გადაუდებელ რეზოლუციას მიიღებენ.
ევროპარლამენტი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი მათთვის ყველა პოლიტპატიმრის სიმბოლოა და ცალკე რეზოლუციის მიღებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. დოკუმენტით ისინი უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ევროკავშირის გზას არასდროს დაუბრუნდებიან.
დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის გზას არ დაუბრუნდება. ისინი დემოკრატიულები ვერ გახდებიან. ეს იგივეა, გჯეროდეს, პუტინი გახდება დემოკრატიული და ყველას ბოდიშს მოუხდის, ან ლუკაშეკო. იმავეს ვხედავ საქართველოშიც - მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება, სწორედ ამიტომ არის საჭირო ახალი, სამართლიანი არჩევნები.
საქართველოში მდგომარეობა კრიტიკულია, ვითარება ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ ჩვენ რეალისტური მიდგომა უნდა გვქონდეს. არავინ ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იმავე პირობებით მისაღებია. არაფერი გაუმჯობესებულა. ყველაფერს ისევ მმართველი, „ქართული ოცნების“ პარტია აკონტროლებს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმე ევროპარლამენტში ასე არ ფიქრობს.
სამწუხაროდ, დეფაქტო ხელისუფლება მედიის წარმომადგენლებს ჩვენს გამოქვეყნებულ განცხადებაში მხოლოდ ნახევარი თავის გამოქვეყნებით ესკალაციის მცდელობა ჰქონდათ. აქ მკაფიო მესიჯი იყო წინაპირობებთან დაკავშირებით. არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არა მონაწილეობა ყველანაირი ცვლილების გარეშე. თუ იქნება ისეთივე არჩევნები, როგორიც ოქტომბერშ გქონდათ, ასეთივე დარღვევებით, მაშინ ეს არჩევნები არ იქნება. ასე რომ, შეუძლებელია, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როდესაც მკაფიოაო, რომ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული რესურსი, - ამბობს იუკნევიჩიანე.
რასა იუკნევიჩიანე პირდაპირ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია "ოცნების" წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დააწესონ. მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის გუნდია პასუხისმგებელი ქვეყანაში ვითარების გაუარესებაზე.
ჩვენს მიერ დამტკიცებულ ბოლო ორ რეზოლუციაში ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია კონცენტრირება წევრ სახელმწიფოებზე მოვახდინოთ. სანქციები წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ. ორი ქვეყანა, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ 25 ქვეყანას ეს შეუძლია. ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-შიც იქნება გადაწყვეტილება, ასევე დიდ ბრიტანეთში. არის ძლიერი სახელმწიფოები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. ეს არის გზა ივანიშვილის და მისი მოკავშირეების დასანქცირების. ისინი არიან პასუხისმგებელნი ვითარების გაუარესებაზე. მათ გაუხსნის კარი რუსული სტილის მთავრობას. ვფიქრობ, ქართველი პოლიტიკოსები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, რადგან, სავარაუდოდ, წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში, - თქვა იუკნევიჩიანემ.