ხმაური 52-ე საარჩევნო უბანზე - დაკავებულია ზვიად კუპრავა

02.10.21 23:03
ხმაური 52-ე საარჩევნო უბანზე - დაკავებულია ზვიად კუპრავა

ხმაური 52-ე საარჩევნო უბანზე - პოლიციამ "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა შენობიდან გაიყვანა და მანქანით ტერიტორია დაატოვებინეს.

"52-ე უბანი გაყალბებულია! “ - მიმართა ზვიად კუპრავამ სამართალდამცავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დაკავებულია. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები