სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს ხვდება

13.06.25 13:43
სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს ხვდება.  ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი პრაღაში, GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იმყოფება. 

ის უკვე შეხვდა საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, ბენჯამინ ჰადადს.

სალომე ზურაბიშვილი GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვა, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. 

მსგავსი სიახლეები