ზურაბიშვილმა ჩეხეთის პრეზიდენტთან და საფრანგეთის ევროპის მინისტრთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

13.06.25 14:44
ზურაბიშვილმა ჩეხეთის პრეზიდენტთან და საფრანგეთის ევროპის მინისტრთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, ბენჯამინ ჰადადს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ,,ქართული ოცნების“ მიერ გახორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე: პოლიტიკური ფიგურების ციხეში ჩასმაზე, დიდი ოდენობით ჯარიმებზე, მასობრივ დაჯარიმებზე საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან ,,ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და პოლიტიკას,-აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები