კალაძესთან პოზირების გამო მილანის მერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს - რას წერს ადგილობრივი მედია
კახი კალაძისთვის ხელის ჩამორთმევის და მასთან ერთად ფოტოებზე პოზირების გამო, მილანის მერი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ნაციონალური გამოცემები აჭრებულია სტატიებით, სადაც წერია, რომ ბეპე სალა დაესწრო ღონისძიებას, რომელიც, იტალიელი ჟურნალისტების შეფასებით, საეჭვრო რეპუტაციის მქონე ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველო გადაიქცა ერთ დიდ ციხედ, თბილისში დღეს ხდება ის, რაც ვიხილეთ მოსკოვსა და მინსკში", - წერენ გამოცემები.
თავდაპირველად იფორმაცია იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცნიერმა და საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ნონა მიხელიძემ გაავრცელა. სოციალურ ქსელში მან დეტალურად დაწერა, თუ ვინ არის კახა კალაძე და მილანის მერს მიმართა, არ აჰყვეს "ოცნების" პროპაგანდას.
ძვირფასო მერო, ნუ გახდებით სასაცილო და ნუ დაეყრდნობით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ამ პროპაგანდისტულ ცერემონიებს,- დაწერა მკვლევარმა.
სწორედ მიხელიძის პოსტს მოჰყვა იტალიური მედიის გამოხმაურებები.
"მილანო თუდეი" კალაძის და ბეპე სალას შეხვედრის შესახებ ვრცელს სტატიას აქვეყნებს სათაურით: სალასა და კალაძეს შორის შეხვედრა" დაპირისიპირება იფეთქა, საქართველო ავტორიტარული სახელმწიფოა.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გავლენიანი იტალიური გამოცემა "ილ ფოლიო" წერს. სარედაქციო წერილში პირდაპირ წერია, რომ "ოცნების" რეპრესიები ქვეყანას დიდ ციხედ აქცევს".
მილანის მერი ხვდება კალაძეს, მაგრამ არ იცის, რომ ის რეჟიმის სიმბოლოა. გაუგებარია, რა საჭიროება იყო მოქმედი საკონსულოს ირგვლივ გახსნის ცერემონიის ჩატარება. უფრო მეტად ეს გახლდათ შესაძლებლობა, რომ იტალიაში ჩამოსულიყო და საჯარო ტრიბუნა მიეღო იმ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ახორციელებს არალიბერალურ რეფორმებს, რომლის საშუალებითაც “ქართული ოცნება”ინარჩუნებს ძალაუფლებას.
კალაძე დღეს წარმოადგენს რეჟიმს, რომელიც ავიწროებს, აპატიმრებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, აღვივებს სიძულვილს უმცირესობების მიმართ და ცენზურას ამყარებს რუსული კანონმდებლობის პირდაპირი კოპირებით.
“ქართული ოცნება” სისტემურად ახორციელებს ადამიანის უფლებების შეზღუდვას. საქართველო თანდათან გადაიქცა ერთ დიდ ციხედ. ეს არაერთ ქვეყანაში უკვე ვნახეთ, და დასავლეთმაც, მათ შორის ევროპამ, ამის შესაძლებლობა დაუშვა. მათ შორის მაშინაც, როცა მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ, ზუსტად ისე, როგორც დღეს ითხოვს ამას ქართველი ხალხი. თბილისში დღეს ხდება ის, რაც ვიხილეთ მოსკოვსა და მინსკში. თუ ამას ვერ ვაცნობიერებთ და ხელს ვართმევთ რეპრესიული სისტემის წარმომადგენელს — ეს ნიშნავს, რომ ვერ ვსწავლობთ წარსულის შეცდომებზე და ვერ ვახერხებთ იმ მხარეს დადგომას, სადაც თავისუფლება და ადამიანის უფლებებია — სწორედ მაშინ, როცა ისინი ყველაზე მეტად საჭიროებს დაცვას, - წერს გამოცემა.
"პირველებმა" განმარტებების მიღება კახა კალაძისგან სცადა, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
ალექსანდრე რონდელის ფონსი უფროსი ანალიტიოსი გიორგი ბადრიძე პირდაპირ ამბობს, რომ კალაძესთან და ამ ხელისუფლებასთან ასოცირება, დემოკრატიულ ქვეყნებში, წესით, ქულებს არავის უნდა მატებდეს.
ძალიან უხერხული სანახავი იყო. კალაძესთან და ამ ხელისუფლებასთან ასოცირება, წესით, ქულებს არავის უნდა მატებდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს იყო, ერთგვარად, ენის გამოყოფა ქართული საზოგადოებისთვის, - ამბობს ბადრიძე.
შეგახსენებთ, რომ კობახიძის მტავრობა მილანში 2 წლის წინ გახსნილის საკონსულოს გასახსნელად ხელმეორედ ჩავიდა.