მარნეულის 65-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციის ბიულეტენები ნაგავში გადაყარეს - გიორგი მუმლაძე
მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,მოძრაობა საქართველოსთვის", წარმომადგენელმა ნაგვის ურნაში ოპოზიციის დაკუჭული ბიულეტენები იპოვა. ტვ პირველის კორესპონდენტს, რომელსაც აკრედიტაცია აქვს, საარჩევნო უბანზე არ უშვებენ, რომ გაარკვიოს, ვინ გადაყარა ბიულეტენები, უბნის კომისისი წევრები ,,ტვ პირველს" გაურბიან.
ქუჩაში ადამიანებს ცემენ, უტრტყამენ, ეს ტოტალური სიყალბეა, ოპოზიციის ბიულეტენებს ნაგავში ყრიან. ,ქართულმა ოცნებამ" სუსს მიმართა, დახმარებოდა არჩევნების გაყალბებაში. როცა ნახეს, ყუთში ოპოზიციის ხმები იყო, ან გაანადგურეს, ან ნაგავში გადაყარეს. არა მარტო 65-ე უბანზე, მთლიანად ოლქშია გაყალბებული არჩევნები - აცხადებს ტვ პირველთან საუბარში ,,მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე.