ცესკომ ოქმების გამოქვეყნება დაიწყო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმების გამოქვეყნება დაიწყო. ყველაზე მეტი ოქმი ახალქალაქიდანაა ატვირთული.
ერთადერთი ოქმია გამოქვეყნებული თბილისიდან. ეს არის გლდანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 815 776 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 51.92%-ია.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.