ევროპარლამენტარი გვარამიას დაკავებაზე: საქართველო სულ უფრო და უფრო იძირება ავტოკრატიაში
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება.
როგორც ევროპარლამენტარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, “საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში“.
“ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა“, - წერს კოლსი.
საქართველო სულ უფრო და უფრო იძირება ავტოკრატიაში. ოპოზიციის ლიდერი ნიკა გვარამია დააპატიმრეს და შეუერთდა უკვე ციხეში მყოფ მელიასა და ჯაფარიძეს. ივანიშვილი აძლიერებს კონტროლს, თრგუნავს განსხვავებულ აზრს და აქრობს სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მანამ, სანამ საქართველო მეორე ბელორუსად არ გადაიქცევა,-წერს კოლსი.