"ოცნების" იტალიური სკანდალი - მილანის მერს კალაძესთან ერთად კამერების წინ პოზირება არ აპატიეს
კახა კალაძესთან პოზირებამ მილანის მერის პოლიტიკური რეპუტაცია შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს. უკვე მესამე დღეა იტალიურ მედიაში არ წყდება განხილვა, იცოდა თუ არა ჯუზეპე სალამ, რომ "ხელს რუსული რეჟიმის სიმბოლოს" ართმევდა და "ოცნების" მმართველობამ საქართველო ერთ დიდ ციხედ გადააქცია". ბეპე სალას "ქართული ოცნება" - ამ სათაურით სარედაქციო წერილს გავლენიანი გამოცემა "ილ ფოლიო" აქვეყნებს და საეჭვო აუდიენციის შესახებ არაერთ კითხვას სვამს.
მილანის მერთან კალაძის პოზირება იყო ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა, რისი ორგანიზებაც "ქართულმა ოცნებამ" შეძლო. მილანის მიმართულებით საგანგებოდ გაფრენილმა სამთავრობო ბორტმა იტალიაში ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილი, კახა კალაძე, ლევან დავითაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და თიკა რუხაძე - ანუ თითქმის მთელი მთავრობა ჩაიყვანა, თუმცა ივანიშვილის გუნდი მხოლოდ მილანის მერთან ფოტოების ამარა დარჩა და იტალიელი პოლიტიკოსი შარში გახვია.
"ქართული ოცნების" იტალიური სკანდალი არ სრულდება. "გზა მილანის სახელით მოთამაშე ფეხბურთელობიდან რეპრესიების ავტორობამდე" - კახა კალაძის განვლილ გზას დიდ ყურადღებას უთმობს "მილანო თუდეიც". კალაძესთან შეხვედრის გამო სტატიაში მილანის მერის კრიტიკოსები ჯუზეპე სალას მილანის ქართული თემის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.