ნიკა გვარამია მეოთხედ რუსთავის ციხეში - პოლიტიკოსი საპატიმროსთან საკუთარი ფეხით მივიდა
ხალხის მიერ ოლიგარქის რეჟიმად გამოცხადებულმა "ოცნების" ხელისუფლებამ გვარამია ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მე-4 დაიჭირეს. 3 ჯერ პენიტენტიცურ დაწესებულეაში პოლიციელებმა მიიყვანეს, მეოთხედ თავად მივიდა. დილით შვილებს დაემშვიდობა და მეუღლესთან ერთად რუსთავის გზას იქამდე დაადგა, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოცხადებდა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ამჯერად გამოძიება სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ასამართლებს. წულუკიანმა სხდომაზე დაიბარა, არ მივიდა, შემდეგ გირაო შეუფარდეს, არც ის გადაიხადა, დღეს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა. ვიდრე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილება აღსრულებოდა, "პირველებს" უთხრა, რომ რუსთავის ციხე ორთაჭალის ბედს არ გაიზიარებს, მას არავინ დაანგრევს, რადგან "ოცნების" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ციხეში შესვლა ივანიშვილის გუნდელებს მოუწევთ.
ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვით დიდი ფასის გადახდა მოუწევს, ამაში გვარამიას ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან. ნიკა ბრძოლას რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, მისი მეუღლე სოფო კი გარედან აგრძელებს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.