გაყალბებები საარჩევნო ოქმებში - რუსთავში "ოცნების" კანდიდატს ხმები გადაუკეთეს
ცესკომ, რუსთავის რამდენიმე საარჩევნო უბნის მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემები გაყალბებულია.
რუსთავის 88-ე საარჩევნო უბანზე კირკიტაძეს 21 ხმა აქვს, "ოცნების" კანდიდატის ნინო ლაცაბიძის ხმები კი გადაკეთებულია - მას 20 ხმა ჰქონდა, გადაკეთების შედეგად კი 28 ხმა გაუხდა.
85-ე საარჩევნო კომისიის ოქმის მიხედვით, სულ რეგისტრირებული იყო 150 პირი, მივიდა 97 პირი მივიდა. კირკიტაძემ აიღო 8 ხმა, ბექა ლილუაშვილმა 3 ხმა, 72 ხმა აქვს "ქართული ოცნების" წარმომადგენელს.
გარდა ამისა არ ჯდება ბალანსი და ჯამი მისული ამომრჩევლების რაოდენობას არ ემთხვევა.
რუსთავის ერთ-ერთ უბანზე გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, 75+1= 94.