"ოცნება" ბრიტანეთის საელჩოს წინააღმდეგ - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ გავლენიანი უწყება ქვეყანაში ექსტრემიზმს აფინანსებს
შალვა პაპუაშვილი პრიტანეთის საელჩოს მოახლოებული თვითმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. პაპუაშვილი, რომლის გუნდსაც წვდომა ყველა ინფომრაციაზე აქვს, ბრიტანეთის საელჩოს იმ პროექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს, რომელიც მათ დააფინანსეს. არადა, საელჩოს პროექტები საჯაროა, არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ საგრანტო კონკურესები, რომელიც ცხადდება.
პაპუაშვილი ამ განცხადებში ვერ მალავს, რომ დაპირისპირებაში ბრიტანეთის საელჩოსთან ადგილობრვ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების დაფინანების პროექტის გამო შევიდა. რაც უფრო ახლოვდება თვითმართველობის არჩევნები, მით უფრო ძლიერდება იმ საელჩოების და საერთაშოროსო ორგანიზაციების კრიტიკა, ვინც ამ არჩევნებს შეიძლება, დააკვირდეს ან დამკვირელები დააფინანსოს.
გიორგი ბარდიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, კარგად ხვდება, რატომ ეშინია "ქართულ ოცნებას" სადამკვირვებლო მისიების. მისი თქმით, "ოცნებას" ძალაუფლების დაკარგვის ისე ეშინია, რომ მათთვის მიუღებელია ყველა ის დემოკრატიული პროცესი, რომელიც სამართლიანი თავისუფალი და კონკურანტული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
ვრცლად ნაეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.