ოქმებში არანაირი ხარვეზი არ არის - ცესკოში ოქმებში არსებულ დისბალანსს განმარტავენ

03.10.21 00:30
ოქმებში არანაირი ხარვეზი არ არის - ცესკოში ოქმებში არსებულ  დისბალანსს განმარტავენ

ცესკოში ოქმების დისბალანსს განმარტავენ. როგორც ცესკოს ბრიფინგზე განაცხადეს, ზოგიერთ ამომრჩეველს რეგისტრაციიის მიხედვით, შესაძლოა ჰქონდეს შეზღუდვები მაგალითად, მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და საშუალება ჰქონდეს მხოლოდ პროპორციულში მისცეს ხმა, რაც  ოქმებში დისბალანსს იწვევს. 

ზოგიერთ ამომრჩეველს კანონით გათვალისწინებული წესით მონაწილეობის მიღების საშუალება არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ნებისმიერი მსგავსი კომენტარი რომელიც ეხება ოქმების დისბალანსს არ შეესაბამება სინამდვილეს და თითოეული ეს შემთხვევა არის კანონის ფარგლებში. ცესკო ყურადღებით ადევნებს თვალს ოქმებსაც და ნებსმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება დაესვას ოქმებს იქნება სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული. ოქმებში არანაირი ხარვეზი არ არის", - ამბობენ ცესკოში. 

მსგავსი სიახლეები