ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის საქმეზე დებატებისთვის ემზადება

13.06.25 20:38
ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის საქმეზე დებატებისთვის ემზადება

ევროპარლამენტი მზია ამაღლობელის საქმეზე საგანგებო დებატებისთვის ემზადება. გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები 18 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, კონკრეტულად კი დაკავებული ჟურნალისტის შესახებ იმსჯელებენ. ევროდეპუტატები "პირველებს" ეუბნებიან, რომ მზია ამაღლობელი არის ყველა პოლიტიკური პატიმრის სიმბოლო. ევროპარლამენტის დღის წესრიგში იქნება საგანგებო რეზოლუციის დამტკიცებაც. 

აზრი არ აქვს მოსთხოვო ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნოს - საგანგებო სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ევროდეპუტატები "პირველებს" უყვებიან, რა გზას ხედავენ კრიზისიდან გამოსასვლელად.                                                                                    

პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ  საუბრის და გაფრთხილებების ყველა რესურსი ივანიშვილთან და მის გუნდთან უკვე ამოწურულია, რადგან "ოცნება" პუტინის და ლუკაშენკოს გზას ადგას. მხოლოდ ახალი არჩევნები გზა ჩიხიდან გამოსასვლელად - ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები