მომავალი ნებისმიერი არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი, ეს იქნება ბრძოლა ქვეყნის დასაბრუნებლად - ზურაბიშვილი

13.06.25 20:15
მომავალი ნებისმიერი არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი, ეს იქნება ბრძოლა ქვეყნის დასაბრუნებლად - ზურაბიშვილი

 

 

მომავალში, როცა იქნება არჩევნები, ნებისმიერ არჩევნები, ეს იქნება ომი, ბრძოლა ქვეყნის დასაბრუნებლად, - ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა "GLOBSEC 2025"-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე შეკითხვას, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რა არწმუნებს მას, რომ მომავალი არჩევნები შეიძლება, იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნების ჩასატარებლად ყველა პირობა დოკუმენტირებული აქვს და ამის შესრულებას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება, რადგან ისედაც ცხადია, რომ "ოცნება" არ პირობებზე არ წავა. 

მომავალში, როცა იქნება არჩევნები, ნებისმიერ არჩევნები, ეს იქნება ომი, ეს არ იქნება ჩვეულებრივი. ეს არის არჩევნები, სადაც საჭიროა ბრძოლა, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა. ჩვენ დოკუმენტირებული გვაქვს აუცილებელი პირობები, რომელიც ყველა უნდა შესრულდეს, იმისთვის რომ ჩვენ დავუძახოთ ხალხს მონაწილეობის მისაღებად. ამ პირობებს არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ვიცით, რომ ამას ეს პარლამენტი არ გააკეთებს, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები