გადაყრილი ბიულეტინები და არაუფლებამოსილი პირები ხმის დათვლის პროცესში - ექსკლუზიური კადრები მარნეულიდან
ექსკლუზიური კადრები მარნეულიდან - "ტვ პირველის" კამერამ საარჩევნო უბნებზე დარღვევები დააფიქსირა.
"პირველების" ინფორმაციით, მარნეულში ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან.
"ტვ პირველმა" ექსკლუზიური კადრები მარნეულის 65-ე საუბნო კომისიაში გადაიღო, არაუფლებამოსილი ადამიანები უბნის შიგნით, სწორედ მაშინ გადაადგილდებოდნენ, როდესაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა.
"პირველების" გადამღები ჯგუფის ობიექტივმა დააფიქსირა ბიულეტინებიც, რომლის ნაწილი იატაკზე ეყარა.
კითხვების დასასმელად მისულ ჟურნალისტს კი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია. ადგილზე პოლიციის მობილიზებაა. ადგილზე იმყოფებიან განსაუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წამომადგენლები.