ხმაური მუხიანში - დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს
მუხიანში, 102-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ერთ-ერთი დამკვირვებელსა და საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან. დამკვირვებელმა ხმის დათვლის პროცესში, კამერის ადგილმდებარეობის შეცვლა მოითხოვა, რისი უფლებაც თავმჯდომარემ არ მისცა. უბნიდან დმაკვირვებელი გააძევეს, შემდეგ კი დააბრუნეს და კამერას ადგილმდებარეობა შეუცვალეს.