"ივანიშვილი 13 წელი სახელმწიფოს რომ იტაცებდა, ახლა კობახიძე/მდინარაძეზე და შნირებზე ჩამოკიდა"- ჩერგოლეიშვილი

14.06.25 12:28
"ივანიშვილი 13 წელი სახელმწიფოს რომ იტაცებდა, ახლა კობახიძე/მდინარაძეზე და შნირებზე ჩამოკიდა"- ჩერგოლეიშვილი

 

 

თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს და აქტივისტებს "ოცნება" შიშის დასათესად აპატიმრებს. პარტია "ფედერალისტების" ლიდერის თქმით, ის რომ ივანიშვილმა სახელმწიფო "კობახიძე/მდინარაძეზე ჩამოკიდა" იმის მანიშნებელია, რომ "რეჟიმი ბოლო პერიოდს ითვლის". 

შიშის დასათესად აკეთებს "ოცნება" ამას, იმის დასატესად, რომ ამ ქვეყანაში "ბესპრიდელია", მაგრამ ეს არის, გედის ბოლო ცეკვას რომ შევადარო, იმიტომ, რომ აღარ დარჩათ რესურსი, რომ ეს აწიონ. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ კობახიძეს და მდინარაძეს და წარმოვიდგინოთ, 13 წლის განმავლობაში, ბიძინა სახელმწიფოს რომ იტაცებდა, ახლა ამ ორზე ჩამოკიდა და მათ შნირებზე და შესაბამისად,  მე მგონია, რომ რეჟიმის ბოლო პერიოდს ვითვლით ახლა და ყველაფერი არის ახლად ამოკიდებული ჩვენს ნებისყოფაზე და ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშნელოვანად მიმაჩნია, ოპოზიცამ ტყანმიმდევრულობა გააგრძელოს და არავითარ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდეს"- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ სასამართლომ ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება გამოიტანა და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღკვეთის ღონისძიება გირაო- პატიმრობით შეუცვალა. წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო აღნიშნულ საქმეზე დაკავებულები არიან ასევე ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ოთხივე პირი რუსტავის ციხეშია შესახლებული. 

მსგავსი სიახლეები