EU-მა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება - ესტონეთის საგარეო ნიკა გვარამიას დაკავებას გმობს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კოალიცაი "ცვლილების" ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას გმობს და X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ევროკავშირს დაუყოვნებლივი რეაგირების მოხდენისკენ მოუწოდებს.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართული ოცნების მიერ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, კოალიცია ცვლილებისთვის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება"- წერია გაცნხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ სასამართლომ ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება გამოიტანა და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღკვეთის ღონისძიება გირაო- პატიმრობით შეუცვალა. წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო აღნიშნულ საქმეზე დაკავებულები არიან ასევე ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ოთხივე პირი რუსტავის ციხეშია შესახლებული.