"ოცნების" მიერ არალიბერალური მიმართულებით სვლა კიდევ ერთხელ დავგმე - ჰადადი ზურაბიშვილს შეხვდა

14.06.25 15:50
"ოცნების" მიერ არალიბერალური მიმართულებით სვლა კიდევ ერთხელ დავგმე - ჰადადი ზურაბიშვილს შეხვდა

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა - ბენჟამინ ჰადადი პლატფორმა X-ზე წერს, რომ სალომე ზურაბიშვილთან საფრანგეთის მხრიდან "ოცნების" "არალიბერალური მიმართულებით სვლა" კიდევ ერთხელ დაგმო. 

მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილს კვლავ შევხდი. მაშინ, როდესაც საქართველოში თავისუფლებებზე თავდასხმები იზრდება, მე საფრანგეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ არალიბერალური მიმართულებით სვლა კიდევ ერთხელ დავგმე. საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - წერს ბენჟამინ ჰადადი X-ზე.

მსგავსი სიახლეები