კალაძე - 44%, მელია - 40%, გახარია - 7% - Edison Research-ის ეგზიტპოლი 20:00 საათისთვის

03.10.21 01:12
კალაძე - 44%,  მელია - 40%,  გახარია - 7% - Edison Research-ის ეგზიტპოლი 20:00 საათისთვის

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 20:00 საათისთვის ასე განაწილდა: 

კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 44%

ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 40%

გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%

თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური შედგება კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის.  

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ედისონ რისერჩის ეგზითპოლის მიხედვით:

ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 5%; 

თამარ კეკენაძე - მესამე ძალა - 1%

გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%; 

ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 1%; 

რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ​N23 - 1%

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%-ია. 

მსგავსი სიახლეები