"ჩორჩანაში საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი ვიყავი" - ვახტანგ გომელაური პროკურატურაშია

14.06.25 17:03
"ჩორჩანაში საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი ვიყავი" - ვახტანგ გომელაური პროკურატურაშია

 

 

ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაშია - შინაგან საქმეთა ექს მინისტრი, რომელიც დასანქცირებულია და მაგნიტსკის სიაშიცა შეყვანილი უწყებაში გამოსაკითხად დაიბარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გომელაურთან კითხვები ჩორჩანას შესახებ აქვთ, თუმცა ყოფილი შს მინისტრი ამბობს, რომ არ იცის, რა საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული.

დღეს გომელაურს კითხვები დაუსვა "პირველებმა" და ჰკითხა რა პოზიცია ჰქონდა ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით: 

  • გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

მე რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიყავი ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით, რა თქმა უნდა, არ უნდა გაკეთებულიყო", - განაცხადა გომელაურმა. იქნებ ჩორჩანაზე არ მეკითხებიან და სხვა რამეზე დამიბარეს", -განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა. 

ამის შემდეგ, გომელაურს "ტვ პირველის " ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ არ ეთანხმებოდნენ გახარიას გადაწყვეტილებას ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ, რატომ დანიშნეს ის პრემიერად. (2019 წელს გახარია შს მინისტრი იყო)

 მე არ დამინიშნავს (გახარია პრემიერად)" - თქვა გომელაურმა. 

ყოფილ მინისტრს "პირველებმა" ასევე ჰკითხა, ნოემბერ-დეკემბერში განვითარებული მოვლენების გამო ხო არ დაიბარეს გამოკითხვაზე, რაზეც გომელაურს გაეცინა და თქვა, რომ - "არ ჰგონია".

"ნოემბერში რა ხდებოდა, ახალ წელზე? "- თქვა გომელაურმა.

  • ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. 

ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.

  • გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.

მსგავსი სიახლეები