ექსკლუზივი: აღმოჩენილია "სქროლვის" დეპარტამენტი შსს-ში

14.06.25 22:01
ექსკლუზივი: აღმოჩენილია "სქროლვის" დეპარტამენტი შსს-ში

რამდენიმე დღეა, "ქართულმა ოცნება" "სიტყვების პოლიცია" (შეფასების ავტ. სალომე ზურაბიშვილი) აამოქმედა - "შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალთან ბრძოლის დანაყოფს სოციალური ქსელის "სქროლვა" და კედელ-კედელ გინებები, წყევლის და კრიტიკული განცხადებების შეგროვება დაავალეს. 

ჟურნალისტური გამოძიების მიმზადებისას, "შაბათის ეთერმა" იპოვა დეტექტივები, ვინც "ფეისბუქს" სქროლავს, რომ იპოვოს, ვინ დაუძახა ივანიშვილის თანაპარტიელებს "რუსის მონა". ე.წ. სწროლვის დეპარტამენტში, მაგალითად მუშაობს ირაკლი კალანდია, ამავე საქმეს აკეთებს შსს-ის კიდევ ერთი თანამშრომელი, მურვან წოწკოლაური. 

ეს ყველაფერი არ არის, აქტივისტები და პოლიტიკოსები "ქართული ოცნების" ლიდერების საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილის პარტიამ წყევლაც დასჯადი გახადოს. 

პარლამენტში (რომელსაც ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმაციას არ აძლევს) ჩაწერილი ინტერვიუები იძლევა იმის ეჭვის გამოთქმის საფუძველს, რომ პარტია ახლა ზომავს წყევლის რომელი ფორმა შეიძლება იყოს დასჯადი. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ინტენსიურად რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე 18 ადამიანის სასამართლო სხდომები იყო დანიშნული.

სქროლვის დეპარტამენტი შსს-ში - ნატა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები