ღარიბაშვილის დაკარგული ძალაუფლება - ექსპრემიერს ფრენა რეგულარული რეისით
სამთავრობო თვითმფრინავით ირაკლი ღარიბაშვილი აღარ დადის - ექსპრემიერი დიდი ალბათობით სანქციებს გადაურჩა და ახლა ოჯახთან ერთად, ევროტურში იმყოფება. 9 ივნისს, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი "შაბათის ეთერისთვის," ექსკლუზიურად, თბილისი-ვენის რეისზე გადაიღეს. აქ ჩანს, რომ ღარიბაშვილი ავიაკომპანია "აირზენას" რეისით თბილისიდან ვენაში მიფრინავს.
მეორე კადრები უკვე ვენის აეროპორტი სასაზღვრო კონტროლის ზონაშია გადაღებული. ღარიბაშვილი, ნუნუკა თამაზაშვილთან და უფროს ვაჟთან ერთად, ევროზონის საზღვარი უპრობლემოდ კვეთს.
უცნაურია, რომ დროებით უმუშევარი ექს-პრემიერი რომელსაც ბოლო ერთი წელია მისივე დეკლარაციის მიხედვით ოცნებაში უხელფასოდ ამუშავებდნენ, ოჯახთან ერთად, ბიზნეს კლასის ბილეთით დაფრინავს.
ამის პარალელურად, "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა ხდება დედოფლისწყაროში მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიიდან და პოლიტიკიდან წასულის შესახებ განცხადება გააკეთა.
ადგილზე ჩასულ "შაბათის ეთერს" ექსპრემიერის ბიძა, ზურაბ გონაშვილი დახვდა, თუმცა ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობითა და ბილწსიტყვაობით გამორჩეულ "კაკაშას" აღმოჩნდა, რომ ახლა სხვა სამიზნეები ჰყავს და გაბრაზებასაც ღიად აფიქსირებს.
ღარიბაშვილის მშობლიურ მხარეში "ქართულ ოცნებას" ემუქრებიან, რომ "ხმას აღარ მისცემენ". მეტიც ირკვევა, რომ დედოფლისწყაროში ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაწყებული გზების დაგებაც შეჩერეს.