სკანდალური ჩვენება: შემოაკვდათ თუ არა მერიის თანამშრომელი პოლიციელებს?

14.06.25 20:53
სკანდალური ჩვენება: შემოაკვდათ თუ არა მერიის თანამშრომელი პოლიციელებს?

დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი მერიის თანამშრომლის საქმეზე სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი - მიმდინარე წლის 10 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება 37 წლის კაცის კოლეგამ და მეგობარმა, ირაკლი ტატუნაშვილმა გააკეთა. 

„ნოდარ მელაძის შაბათის” მოპოვებული ვიდეო-ჩვენების მიხედვით, ირაკლი ტატუნაშვილი განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობაზე საუბრობს, ამასთან იხსენებს, რომ ესმოდა ალან ყაყიტაშვილის „განწირული” ხმა.

ხმა რომ გაჩერდა ყვირილის შემდეგ, 15-20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს, გუშინ გავიგე, რომ ბიჭი გარდაიცვალა.

ჩემი მეგობრის, ალანის ყვირილის ხმა მომესმა ქვემოთ რომ ჩამოიყვანეს, მაგის ხმას მე ყოველთვის გავარჩევდი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ალანს ვიცნობ და ვმეგობრობთ, ყვირილი, განწირული ხმა მესმოდა"- თქვა მოწმემ. 

თბილისის მერიის თანაშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი მის წინააღმდეგაც გამოიყენა.  

სასტიკად გამისწორდა პოლიცია. განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, ამიყვანეს ოთახში, სადაც ექვსი სული მაინც იქნებოდა, მაღალი თანამდებობის პოლიციელი, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდაო, მე ვუთხარი არაფერი არ მახსოვს და მაგის მერე დაიწყეს რტყმა, მუშტების, წიხლების, ისეთი რაღაცები გამიკეთეს, ცხოვრებაში მაგდენი ხელი არ მომხვედრია არასდროს...

შემდგნენ, მერე დაბლა დამაგდეს და დაბლა მცემეს, დივანზე ადიოდნენ და ეგრე მახტებოდნენ, გვერდებში, ყველგან მირტყამდნენ"- განაცხადა  ირაკლი ტატუნაშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.

რა მოხდა 6 ივნისს?

  • ღამის 23:33 საათზე, რესტორნის გარე ფასადზე დამონტაჟებულ ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ხელს სუფრის წევრს და კოლეგას, სმო უსოიანს არტყამს. მალევე ხელჩართული ჩხუბი იწყება და საქმის გარჩევაში ერევა ირაკლი ტატუნაშვილიც.  
  • კადრებში, 23: 34 საათზე ჩანს, როგორ ურტყამენ ხელსნ ალან ყაყიტაშვილს სნო უსიანი და მისი თანხმლები პირები. 23:34 საათზე  პირველი კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ბასრი საგნით კისრის არეში ჭრის დიმიტრი სადოევს. ამის შემდეგ დიმიტრი სადოევი ირაკლი ტატუნაშვილს ხელს უქნევს, რის შედეგადაც ტატუნაშვილი ძირს ვარდება. რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილიდან ტატუნაშვილი ყაყიტაშვილს გამოყავს. ხელს ხვევს და  ისინი შემთხვევის ადგილს ტოვებენ.

სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ისიც, რომ  რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მერიის ორი თანამშრომელი გორში წავიდა. ირაკლი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მის მეგობარს ამ მომანტისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არ ჰქონდა.

როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის, სმო უსოიანის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ მათ იმავე ღამეს გორში ჩააკითხა და თბილისში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდის მიერ მოპოვებული კლინიკის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ყაყიტაშვილის "საუნივერსიტეტო კლინიკაში" უგონო მდგომარეობაში 7 ივნისს, 05:53 წუთზე გადაიყვანეს. კლინიკის კლინიკური დირექტორი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს უდასტურებს, რომ 37 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანის მომენტში  უმძიმესი იყო.  

  • პოლიციის მერვე განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უგონოდ, კომატოზურ მდგომარეობაში გადმოყვანილ ალან ყაყიტაშვილს ნეიროქირურგების ჩარევა დაჭირდა.  თავის არეში ოპერაცია მას კლინიკაში შესვლისთანავე ჩაუტარდა. ქირურგიულ დეპარტამენტში კი შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. 

პოლიციელები რომლებმაც სხეულზე დაზიანებები 7 ივნისს დილის 5 საათზე ირაკლი ტატუნაშვილს და სავარაუდოდ ალან ყაყიტაშვილს მიაყენეს "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მხოლოდ მერვე განყოფილების თანამშრომლები არ ყოფილან.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოდან მეორე დღეს,  11 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ალექსანდრე დარახველიძემ  თქვა, რომ გარდაიცვალა პირი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვის დროს „შეუძლოდ“ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მინისტრის მოადგილემ რესტორნის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაასაჯაროვა, თუმცა გელა გელაძის უწყების მაღალჩინოსანს არ უჩბენებია კადრები, რომელიც პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მობლენებს ასახავს. 

რა მოხდა პოლიციის განყოფილებაში - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები