ირაკლი კობახიძე თბილისში მეორე ტურის ჩატარების ალბათობას არ გამორიცხავს

03.10.21 01:37
ირაკლი კობახიძე თბილისში მეორე ტურის ჩატარების ალბათობას არ გამორიცხავს

 ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისში მეორე ტურის ჩატარების ალბათობას არ გამორიცხავს: 

გორბის ეგზიტპოლის გამოცხადებული შედეგი იყო 51.3%, რაც ორ რამეზე მიანიშნებს. ერთი, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები თბილისში, რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას, შესაძლებელია ასეც და ისეც, უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას და ამის საფუძველზე გვეცოდინება საბოლოო სურათი, დღესვე იქნება ეს ცნობილი, შეიძლება, უახლოეს ორ საათში, ეს არის შესაძლებელი გამომდინარე ცდომილებიდან, რომელიც აქვს ეგზიტპოლს"- აცხადებს კობახიძე. 

 

მსგავსი სიახლეები