შემაჯამებელი ოქმების შეყოვნება ხდება - კორძაია

03.10.21 02:02
შემაჯამებელი ოქმების შეყოვნება ხდება - კორძაია

თამარ კორძაია ამბობს, რომ შემაჯამებელი ოქმების გაგზავნა ცესკოში დროში განგებ ფერხდება. კორძაიას თქმით, კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედს არ ურტყამენ. კორძაიას ინფორმაციით, იმ უბნებზე სადაც ნიკა მელია იგებს, ბიულეტინებს აბათილებენ.

შემაჯამებელი ოქმების შევსება არ დასრულებულა, ოქმები არ არის გაგზავნილი ცესკოში. შეყოვნება ხდება საარჩევნო კომისიის წევრებით, არ უსვამენ ბეჭედს, არ აქვთ ხელმოწერები, რადგან სურთ გაწელონ დრო. "ქართული ოცნება" აგებს ამ არჩევნებს, როგორც მერების, ისე პროპორციული სისტემით.

მაგალითად, ვაზისუბნის 67-ე უბანზე ნიკა მელია იგებს და დაიწყეს ბიულეტინების გაბათილება", - ამბობს თამარ კორძაია. 

მსგავსი სიახლეები