"ოცნებამ" მედიის მარწუხებში მოქცევა უნდა შეწყვიტოს - ექსკლუზიური ინტერვიუ ჯუდი გილზბერგთან
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც თბილისში იმყოფება, "პირველებს" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. ჯუდი გილზბერგი ქვეყანაში მედიის წარმომადგელების დევნას და მათზე ანგარიშსწორებას გმობს. გინზბერგი განსაკუთრებულ ყურადღებას მზია ამაღლობელს უთმობს და ამბობს, რომ მის საკითხს საერთაშორისო დონეზე მეტი ყურადღება მიექცევა.
ამასთან, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი "ოცნებას" "ავტორიტარულ რეჟიმად" მოიხსენიებს და პირდაპირ ამბობს, რომ მათი მიზანია, ქვეყანაში თავისუფალი ხმა ჩაახშონ.
საქართველოში თავისუფალი ჟურნალისტები არაერთხელ გახდნენ თავდასხმის მსხვერპლი. ვნახეთ, რეპორტიორები სცემეს, საავადმყოფოში მოათავსეს და ამისთვის არავინ დასჯილა. ვნახეთ, როგორ დააკისრეს ჟურნალისტებს უზარმაზარი ჯარიმები - წარმოუდგენლად მაღალი თანხები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, და რაც მთავარია, არსებობს ქალი ჟურნალისტი - მზია ამაღლობელი, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია. ჩვენ მის საქმესთან დაკავშირებით მომავალ კვირას წარვადგენთ გადაუდებელ რეზოლუციას ევროპარლამენტში და გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეს საერთაშორისო დონეზე ბევრად მეტი ყურადღება მიექცევა, რათა ის გათავისუფლდეს.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლებისთვის უაღრესად რთულია მუშაობა.
ავტორიტარული რეჟიმები ამას ერთი მიზეზით აკეთებენ - რომ კრიტიკული მედია ჩაახშონ. ჟურნალისტების დაპატიმრება, მათ შორის, მზიას მსგავსი შემთხვევები არის გზავნილი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომ შეწყვიტონ საქმიანობა.ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ მეტი საერთაშორისო სოლიდარობა. ეს სწორედ იმ სახის მხარდაჭერაა, რაც ხელს უწყობს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას ამ წარმოუდგენლად მწვავე საფრთხეების ფონზე, - ამბობს ამბობს ჯუდი გინზბერგი.
ჯუდი გილზებრგმა "ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მედიის შესავიწროებლად კეთდება. მისი თქმით, საჭიროა "ოცნებაზე" მეტი ზეწოლა, რათა მათ მედიის მარწუხებშ მოქცევა შეწყვიტონ.
ჩვენ ვხედავთ როგორ კანონებს იღებს “ქართული ოცნება” მედიის შესავიწროვებლად. ამის წინააღმდეგ ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ გავზარდოთ ყურადღება, რათა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არ შეიზღუდოს საქართველოში. მაგალითად, შეგვიძლია ევროპის საბჭოს დახმარებით, გამოვავლინოთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, შევაფასოთ, როგორ ექცევიან ჟურნალისტებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ფაქტების გაშუქების დროს. ვფიქრობთ, შეგვიძლია ზეწოლის მოხდენა “ქართულ ოცნებაზე”, რათა შეწყვიტოს მედიის მარწუხებში მოქცევა, - ამბობს ჯუდი გინზბერგი.