არავითარი ბრძანება არ გამიცია - მირანდა მესხი გამოჩნდა

03.10.21 02:27
არავითარი ბრძანება არ გამიცია - მირანდა მესხი გამოჩნდა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოჩნდა.  მირანდა მესხი უარყოფს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციას, რომ მისი დავალებით, გარკვეულ უბნებზე, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, კომისიის წევრები ოქმებზე ხელს არ აწერენ. 

ყველაფედრზე დადგება სამართლებრივი ღონისძიება. ჩემს მიერ არანაირი ბრძანება არ იყო გაცემული. ყველა უბანი მოდის, ადგილზეა. ეს იყო დეზინფორმაცია და შეგიძლიათ გარეთ დაელოდოთ"- თქვა მესხიამ.

მისი თქმით, არცერთ საარჩევნო უბანთან კომუნიკაცია არ ქონია.  მეტიც მესხი ჟურნალისტებს უმტკიცებს რომ ტელეფონი გამორთული არ ჰქონია. 

მსგავსი სიახლეები