ემზადება თუ არა „ოცნება“ გახარიას დასაჭერად - რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას გადამდგარმა გომელაურმა
2019 წელს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ რუსეთმა გეგმა სისრულეში ვერ მოიყვანა და მავთულხლარეთების მიღმა ვერ მოაქცია ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც თავდაპირველად მხედველობაში ჰქონდათ. ამას მაშინ მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ გახარია ამის გამო ისჯება.
მედიის არქივი ადასტურებს, რომ ჩორჩანის ტყეში ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი პროცესი, ხეების მონიშვა, საგუშაგოს დადგმამდე თვეებით ადრე დაიწყო, რის გამოც ადგილობრივებს ტყეში გადაადგილებაზე პრობლემები შეექმნათ. იმ პერიოდში ჩორჩანის საკითხს უკვე ინციდენტის პრევენციის სამუშაო ჯგუფიც განიხილავდა.
ჩნდება კითხვა, თუ 2019 წელს გახარიამ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყეტილება მიიღო, რასაც მაშინდელი ივანიშვილის გუნდი ეწინააღმდეგებოდა, მაშინ რატომ დააწინაურეს ის და დანიშნეს პრემიერ-მინისტრად? ყველას, ბოლო მოვლენებმა, ივანიშვილის გასული წის ინტერვიუ გაახსენა, სადაც ის გახარიას და მის გუნდს პერსონალური შურისძიებით დაემუქრა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.