მედიასაშუალებებს მოვუწოდებ, არ გასცდნენ საკუთარ ფუნქციებს - პაპუაშვილი
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ზუგდიდში ხმის დათვლის პროცესის ჩაშლას ცდილობენ. პაპუაშვილმა ვითარების დაძაბვაში მედიასაშულებებიც დაადანაშაულა.
ზუგდიდიში არის პირდაპირი მცდელობა, რომ რამენაირად ჩაშალონ დათვლა. არ უშვებდნენ ბიულეტინებით უბნის წარმომადგენლებს, რომ მიეტანათ საოლქო კომისიაში. მოვუწოდებთ, როგორც ენმ-ს წარმომადგენლებს, 3 ინციდენტი იყო ზუგდიდიში, ზუგდიდში გრძელდება ეს მეთოდები, ცდილობენ ჩაშალონ. მედიასაშუალებებს მოვუწოდებ, არ გასცდნენ საკუთარ ფუნქციებს და ნუ არიან შეტევაზე კომისიის მიმართ", - თქვა პაპუაშვილმა.