რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე მამუკა ბახტაძეს?

16.06.25 13:27
რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე მამუკა ბახტაძეს?

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს - მას პასუხების გაცემა არა მხოლოდ ჩორჩანას ეპიზოდზე, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებითაც მოუწევს. 

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო, თუმცა, წულუკიანის კომისია არა მამუკა ბახტაძეს, არამედ მაშინდელი აპარატის უფროსს იბრარებს გამოკითხვაზე.

რატომ არ იბარებენ ბახტაძეს ან პროკურატურაში, ან წულუკიანის კომისიაზე, უცნობია.

ასევე უცნობია, თავად ბახტაძე ხომ არ არის წინააღმდეგი ჩვენება მისცეს ან 20 ივნისთან, ან ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე 23 ივნისს ხელმეორედ დაიბარეს - ამჯერად, საქმე ჩორჩანას ეპიზოდს ეხება. 

ამის პარალელურად, ჩორჩანას საკითხზე პროკურატურაში ალექსანდრე ტაბატაძე გამოკითხვაზე იმყოფება. 

  • ის ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

როგორც ტაბატაძემ ჟურნალისტებს უწყებაში შესვლამდე უთხრა, “იყო ესკალაციის საფრთხე და მიიღეს ის, რაც მიიღეს“.

დღესვე ჩვენებას პროკურატურას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახა კახიშვილი მისცემს. მას 18:00 საათზე ელოდებიან.

  • ცნობისთვის, 14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშირებით დაიკითხა.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო" - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

მსგავსი სიახლეები