მიდის კიბერშეტევა ჩვენს ვებგვერდზე - პაპუაშვილი
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მათ ვებგვერდზე კიბერშეტევა მიმდინარეობს. პაპუაშვილი სავარაუდო კიბერშეტევაზე ოპონენტებს ადანაშაულებს და "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, რომ არ გამოუვათ პროცესების ჩაშლა.
მიდის შეტევა ჩვენს ვებ გვერდზე, პირდაპირ არის ჰაკერული შეტევა, რომ მოხდეს გატეხვა სერვერის, სხვადასხვა ქვეყნები არის ბრაზილია, ტაივანი. ეს მიუთითებს, რომ არის კოორდინირებული მოქმედება, ამიტომ მივმართავ "ნაციონალურ მოძრაობას', რომ არ გამოუვათ მათ ჩაშლა პროცესის", - ათქვა პაპუაშვილმა.