ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსი აღარ არის

16.06.25 13:57
ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსი აღარ არის

ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსი აღარ არის - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

ოფიციალური განცხადების თანახმად, კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა.

ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. 

ბერაია  ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. უცნიობია, ვინ შეცვლის მას ამ თანამდებობაზე. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა ბერაიასთვის პოსტის მესამე ცვლილებაა. ეს უკანასკნელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად აპრილის დასაწყისში დაინიშნა. 

2025 წლის იანვრიდან, იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. უფრო ადრე, ბერაია "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო.

ლევან კანკავა კი შემოსავლების სამსახურს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

2019 წლამდე, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

კაკავა გახარიას იმ მოადგილეებს შორისაა, რომლის დაკითხვაც, 20 ივნისის საქმეზე მაშინდელმა სახალხო დამცველმა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები