არ გამოვრიცხავ, რომ გამოყენებული იყოს სამართლებრივი დევნისთვის-სამადაშვილი გახარიას გამოკითხვაზე დაბარებაზე

16.06.25 14:03
არ გამოვრიცხავ, რომ გამოყენებული იყოს სამართლებრივი დევნისთვის-სამადაშვილი გახარიას გამოკითხვაზე დაბარებაზე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის კომისიაზე გახარიას ხელმეორედ დაბარება სამართლებრივი დევნისთვის იყოს გამოყენებული.

ამასთან, სამადაშვილი იმასაც ამბობს, რომ “ჩორჩანას თემის წამოწევა, კიდევ ერთი გზავნილია რუსეთისთვის, რომ დაუსჯელი არ დარჩება არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის მიერ არ იქნა ხელმოწერილი.“

წამოწეული იქნა ჩორჩანას თემა, რადგან ეს არის კიდევ ერთი გზავნილი რუსეთისთვის, რომ დაუსჯელი არ დარჩება არცერთი ნაბიჯი, თუნდაც “ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გადადგმული, რომელიც რუსეთის მიერ არ იქნა ხელმოწერილი და რუსეთის ნების წინააღმდეგ განხორციელდა. ამავე დროს, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს საქმე იყოს გამოყენებული სამართლებრივი დევნისთვის, “ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ. გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ. 

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

მსგავსი სიახლეები