ნებისმიერი ადამიანი ხვალ შეიძლება სანაგვეზე აღმოჩნდეს გადაგდებული-ცუცქირიძე გახარიას გამოკითხვაზე დაბარებაზე
არანაირი დაფასება ერთგულების არ აქვთ, ნებისმიერი ადამიანი, შესაძლოა, ხვალ სანაგვეზე გადაგდებული გადაგდებული, - ასე აფასებს “თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე გიორგი გახარიას წულიკიანის კომისიაზე ხელმეორედ დაბარებას.
ცუცქირიძის თქმით, სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც დღეს “მათი გულისთვის ადამიანებს სცემენ, ცრუ ბრალდებებს იძლევიან და არაფრის გამო ატუსაღებენ.“
“მათაც ისე მოექცევიან, როგორც ექცევიან სხვებს, რომლებიც აქამდე მათი თანამებრძოლები იყვნენ“,-ამბობს ის.
არანაირი დაფასება ერთგულების არ აქვთ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაც პერიოდში შეიძლება ფიქრობდეს, რომ არის მათი თანამებრძოლი, ერთგული, მეგობარი, მოკავშირე და ა.შ. და ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს სანაგვეზე გადაგდებული. ეს მომავალში უნდა გაითვალისწინონ სხვა ადამიანებმა, ვინც მათი გულისთვის დღეს ადამიანებს სცემენ, ცრუ ბრალდებებს იძლევიან და არაფრის გამო ატუსაღებენ. მათაც ისე მოექცევიან, როგორც ექცევიან სხვებს, რომლებიც იყვნენ აქამდე მათი თანამებრძოლები. მათთვის არავინ არაფერს ნიშნავს, მთავარია, რამდენიმე ადამინი იყოს კარგად, - ამბობს ცუცქირიძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. წულუკიანის თქმით, კითხვები ყოფილ პრემიერთან და შს მინისტრთან ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ექნებათ. გახარიას 23 ივნისს გამოკითხავენ.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს.
"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
„ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.