კაკავა თანამდებობიდან გახარიას გამო გაუშვეს? - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"

16.06.25 15:13
კაკავა თანამდებობიდან გახარიას გამო გაუშვეს? - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში"

 

 

გაუშვეს თუ არა თანამდებობიდან ლევან კაკავას გიორგი გახარიას გამო? - "ოცნება" ამტკიცებს, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირში არ არის. ივანიშვილის გუნდის თქმით, ადგილი "ჩვეულებრივ როტაციას" აქვს.  

  • ლევან კანკავა 2019 წლამდე, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.  კაკავა გახარიას იმ მოადგილეებს შორისაა, რომლის დაკითხვაც, 20 ივნისის საქმეზე მაშინდელმა სახალხო დამცველმა მოითხოვა.

რაც შეეხება ბატონ ლევან კაკავას, ის ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობას და ის გახარიას კადრი კი არ იყო, ის იყო საქართველოს კადრი. ამას რატომ ეძახით საკადრო წმენდას? ადამიანი ზოგი მიდის თანამდებობიდან, ზოგი სხვაგან ინიშნება, ზოგი ახალი მოდის თანამდებობაზე. რა პრობლემაა, როტაცია ხდება. დარმუნებული ვარ, ის ადამიანი, როგორც პატრიოტიულად, თავისი ქვეყნის სიყვარულით უძღვებოდა ყველა იმ დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში, ასევე გააგრძელებს უკვე აღმასრულებელ რგოლში, - ამბობს ირაკლი კირცხალია.

საკადრო წმენდას  უარყოფს "ოცნების" კიდევ წევრი შოთა ხაბარელი.

ცვლილება თუ ხდება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცასთან ნეგატიური განწყობაა. ეს როტაციაა ჩვეულებრივი. არ არის სწორი. რაღაცა რაღაცას დაემთხვა, - ამბობს ხაბარელი. 

"პირველების" კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს "ოცნების" სხვა წევრებმა. 

შეგახსენებთ, რომ ლევან კაკავა შემოსავლების სამსახურის უფროსი აღარ არის. ინფორმაცია ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა.