ზურა ხაჩიძემ თანამდებობა დატოვა

16.06.25 15:33
ზურა ხაჩიძემ თანამდებობა დატოვა

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ დაკავებული პოზიცია დატოვა.

ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხაჩიძე აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა. იგი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ცნობისთვის, სამცხე–ჯავახეთში ახალი რწმუნეებული, ზაალ გელაშვილი მიმდინარე წლის 6 მაისს დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე, ყოფილი რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ორმა მოადგილემ პოზიციები დატოვეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ზურა ხაჩიძემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ის რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქრისტეს აღდგომის ტაძრის წინ დგას.

ამასთან, 18 მაისს მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზე პეტერბურგის ერთ-ერთ ხიდზე გადაღებული ფოტოც გაავრცელა.