დმანისში გაბათილებულია 800-მდე ბიულეტინი - თამარ კორძაია

03.10.21 03:45
დმანისში გაბათილებულია 800-მდე ბიულეტინი - თამარ კორძაია

თამარ კორძაიას განცხადებით,დმანისში გაბათილებულია 800-მდე ბიულეტინი, რაც მთლიანი რაოდენობის 6%-ს შეადგენს. კორძაიას ინფორმაციით, ოპოზიცია ბათუმში,ქუთაისში, თელავში, რუსთავში,დმანისში დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა ხელისუფლება ბიულეტინებს აბათილებს. 

დმანისში გაბათილებულია 800-მდე ბიულეტინი, ბუნებრივი ბათილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს, მაგრამ დმანისში ეს 6%-ს უტოლდება. ამ ფონზე დმანისში, ოპოზიციამ 10 ოლქიდან 5 ოლქში მოიპოვა გამარჯვება. ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნურად რომ არ აბათილებდნენ ამ უბნებს ოპოზიციას უფრო მაღალი შედეგები ექნებოდა. ამ წუთის მდგომარეობით, დმანისში პრობლემებს გვიქმნიან ოპოზიციის წარმომადგენლებს N2, N4 და N22 უბნებში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში არ ხდება დროული შეჯამება. ცესკოს მოვუწოდებთ, მისცენ ადმინისტრაციას დროზე დაასრულოს დათვლა. გაბათილებული ბიულეტინებით უფუჭებენ შედეგებს ოპოზიციას, რაც დანაშაულის ტოლფასია./ ", - თქვა კორძაიამ. 

მსგავსი სიახლეები