მაკა ბოჭორიშვილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი შეხვდა
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაით ტოლკესი შეხვდა. ინფორმაციას
სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდა ელჩი რობინ დანიგანიც.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს... მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანი პოსტს ივლისში დაასრულებს.