დაკითხვების სერიები პროკურატურაში - ამზადებენ თუ არა ექს პრემიერს ციხისთვის?

16.06.25 20:01
დაკითხვების სერიები პროკურატურაში - ამზადებენ თუ არა ექს პრემიერს ციხისთვის?

საქართველოს პროკურატურას გახარიას წინააღმდეგ უკვე მეორე ჩვენება აქვს, ამჯერად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის. დაკითხვიდან გამოსული ალექსანდრე ტაბატაძის კომენტარით ცხადი ხდება, რომ მან ჩვენება გახარიას წინააღმდეგ მისცა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და წულუკიანის მოქმედი მოადგილე ამტკიცებს, რომ გახარიამ 2019 წელს სიტუაციის ესკალაციის საფრთხე შექმნა და არ დაემორჩილა სუს-ს, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის წინააღმდეგ იყო. 

"ქართული ოცნება" ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმიდან 6 წლის შემდეგ აღიარებს, რომ ტერიტორიები მათი ხელისუფლების პირობებში ოკუპანტებმა მიიტაცეს. არადა, წლებია ამტკიცებდნენ, რომ მათი მმართველობის დროს ქვეყანას გოჯი მიწაც კი არ დაუკარგავს. ეს აღიარება გახარიასთვის ბრალის წარსადგენად სჭირდებათ. დღეს თქვეს, რომ გახარია, რომელიც ერთი მინისტრი იყო არც პრემიერს და არც სუს არ დაემორჩილა. ჩნდება კითხვა, თუ ქვეყანა ასეთ საფრთხეში იყო და ერთი ძალოვანი მინისტრი დაუმორჩილებლობას აცხადებდა, მოიწვეს თუ არა უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა. 

გიორგი გახარიას წინააღმდეგ პარტია "ქართული ოცნება" და პროკურატურა კოორდინირებულად მოქმედებენ. მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაკითხვების სერიის პარალელურად, დღეს გაირკვა, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე გახარიას წულუკიანის კომისიაზე მეორედ იბარებენ. გიორგი გახარია დუმს. მის წინააღმდეგ დაწყებული მთელი კამპანიის ფონზე ის არც ჟურნალისტებთან ჩნდება და არც წერილობით განმარტებას ავრცელებს. გახარიას გუნდი ვერ ამბობს, მივა თუ არა წულუკიანთან მეორედ დაკითხვაზე "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერი.  

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები