ზურა ჯაფარიძე განაჩენის მოლოდინში - წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერს ხვალ გაასამართლებენ
ყურადღების ეპიცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 11:00 საათიდან იქნება. სწორედ ამ დროს არის ჩანიშნული ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი. უკვე ცნობილია, რომ ჯაფარიძე მთავარი პროკურორის გარეშე დარჩენილ პროკურატურას მტკიცებულებებს უდავოდ უხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ხვალ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია იქნება ის მსაჯული, რომელსაც პრეცედენტული გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწევს.
ჯაფარიძის გარდა კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკურ ვერდიქტს პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში, ნაწილი კი ციხის გარეთ ელის. დღეს წულუკიანის კომისიის სამდივნოს თანამშრომელმა სასამართლოში მეშვიდედ მოყვა, რომ წულუკიანის დავალება პირნათლად შეასრულა და მოკლეტექსტური შეტყობინება "ქართული ოცნების" მიერ დასაკითხად შერჩეულ ყველა ადამიანს გაუგზავნა. ამჯერად ასე გიორგი ვაშაძე აღმოჩნდა. სხდომაზე მოყვანილი მოწმის გამოკითხვით დადასტურდა, რომ კომისია არ მოქმედებს არც პარლამენტის რეგლამენტის, არც საქართველოს კონსტიტუციის, არც ამ კომისიის შესაბამისად.
მოსამართლის წინაშე პროკურატურამ დღეს ფოსტის ის თანამშრომელი წარადგინა, რომელსაც პარლამენტიდან ოპოზიციონერისთვის გამოკითხვაზე დაბარების ოქმი უნდა მიეტანა, თუმცა სახლი ვერ იპოვა და ვაშაძეს დოკუმენტი ვერ ჩააბარა.
პროკურატურის ბოლო მოწმე ვაშაძის საქმეზეც ის გამომძიებელი იყო, რომელიც უკვე გამოიკითხა ხაზარაძე, ჯაფარიძის, გვარამიას, ოქრუაშვილის, თარგამაძის საქმეებზე. მოწმემ სასამართლოს ვერ აუხსნა, რატომ არის კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაული და არა ადმინისტრაციული დარღვევა მაშინ, როცა ორივე რედაქცია ძალაშია.